„ჯანდაცვის პოლიტიკა არანორმალურად დიდადაა დამოკიდებული კერძო სექტორის გავლენაზე“ - ჯანდაცვის მინისტრი 09.05.2026 20:32

 

ჯანდაცვის მინისტრის შეფასებით, დღეს საზოგადო ჯანდაცვის პოლიტიკა კერძო სექტორის გავლენაზეა დამოკიდებული, რასაც მიხეილ სარჯველაძე „არანორნალურად დიდ" გავლენას უწოდებს. ამის შესახებ მან „იმედის" ეთერში დებატების დაწყებისას ჯანდაცვის სისტემის ზოგად გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, სახელმწიფო იმისთვის არის რომ კომერციული ინტერესები პაციენტის ჯანდაცვის საჯარო ინტერესთან მიმართებით დომინანტური არ გახდეს.

 

„უზოგადეს პრინციპებზე მაინც აუცილებელია საუბარი - ის, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია და შემდეგ ეს უნდა იყოს განმსაზღვრელი იმისა, რისგანაც შედგება ზოგადად ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ეფექტიანობა. ამ თვალსაზრისით, ბევრი წლის განმავლობაში დაშვებული არაერთი შეცდომის გათვალისწინებით და ალბათ, ერთ-ერთ პირველ შეცდომას აუცილებლად დავარქმევდი სრულიად გაუაზრებელ პრივატიზაციის ტემპს, რომელიც ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან დაიწყო და რამაც შედეგად ის მოიტანა, რომ დღეს სახელმწიფო და საზოგადო ჯანდაცვის პოლიტიკა არანორმალურად დიდად არის დამოკიდებული კერძო სექტორის გავლენაზე, კომერციულ ინტერესზე. ამან მძლავრად წარმოშვა ისეთი დილემები, რომლებიც გარკვეულ ეტაპზე უკავშირდება ისეთ საკითხებს, სადაც არის ინტერესი კომერციული ინტერესი გახდეს დომინანტური პაციენტის ჯანდაცვის საჯარო ინტერესთან მიმართებით, რაზეც რა თქმა უნდა ამისთვის არსებობს სახელმწიფო, რომ ამის შესაძლებლობა არც ერთ შემთხვევაში არ გააჩინოს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ