დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ხვალ საქართველოს ეკლესიას ეყოლება ახალი კათოლიკოს-პატრიარქი - შედეგები ხვალვე გამოცხადდება 10.05.2026 18:15

 

ხვალ საქართველოს ეკლესიას ეყოლება ახალი კათოლიკოს-პატრიარქი, - განაცხადა პრესკონფერენციაზე დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, ხვალ სამების საკათერდო ტაძარში გაფართოებულ კრებაზე ბიულეტენზე ამომრჩეველი სამ საპატრიარქო კანდიდატიდან ერთ-ერთს შემოხაზავს. შემდეგ ბიულეტენები საარჩევნო ყუთში მოთავსდება. მთელი საქართველოდან სამების ტაძარში 1200-მდე დელეგატი მოიყრის თავს. დეკანოზმა აღნიშნა, რომ მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, ეპარქიებიდან სიებია შედგენილი და სიაში მყოფი პირების იდენტიფიცირება პირადობის მოწმობით მოხდება.

დელეგატების მიღება 10:00-12:00 საათამდე უნდა შედგეს. შემდეგ მღვდელმთავრებიც მიბრძანდებიან ტაძარში და დაიწყება კენჭისყრა.

ჯაღმაიძის განმარტებით, იკრძალება მობილური ტელეფონების გამოყენება. მისივე თქმით, კრების ნაწილი გადაიცემა პირდაპირ ეთერში, კერძოდ, კრების დაწყება და შედეგების გამოცხადება, ხოლო ხმების დათვლის ნაწილი დახურული იქნება.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ