შალვა პაპუაშვილი - რადიკალური ოპოზიციის ბოროტი თესლიდან სიბოროტე აღმოცენდება მხოლოდ, იგივე ხაზი, რაც მოქმედებს სახელმწიფოს წინააღმდეგ, ახლა ამუშავებულია ეკლესიის წინააღმდეგ 12.05.2026 16:40

რადიკალური ოპოზიციის ბოროტი თესლიდან სიბოროტე აღმოცენდება მხოლოდ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, იგივე ხაზი, რაც მოქმედებს სახელმწიფოს წინააღმდეგ, ახლა ამუშავებულია ეკლესიის წინააღმდეგ.

 

„ადამიანთა ჯგუფი როდესაც აცდენილია ეროვნულ გზას, ეკლესიის გზას, ქვეყნის ინტერესების გზას, იქ, რა თქმა უნდა, ბოროტი თესლიდან კეთილი ნაყოფი ვერ ამოვა. სწორედ ამას ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიციის ბოროტი თესლიდან სწორედ ეს სიბოროტე აღმოცენდება მხოლოდ.

 

ჩვენ არ უნდა დავინახოთ კონკრეტული ოპოზიციური სახეები, ჩვენ ამის უკან უნდა დავინახოთ მათი უცხოური დამკვეთები. ეს არის იგივე ხაზი, რაც მოქმედებს სახელმწიფოს წინააღმდეგ, ახლა კი ამუშავებულია ეკლესიის წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ სიფხიზლე გამოიჩინოს. ჩვენ ახლა ვიხილავთ ზიზღის ნიაღვარს, რომელიც აუცილებლად წამოვა, სახელმწიფოსთან ერთად, ეკლესიის წინააღმდეგ. კარგად დავაკვირდეთ, ვინ ართმევს ამ ადამიანებს ხელს, რომელ დედაქალაქებში დადიან, რომელი ქვეყნების საჯარო ინსტიტუტების კორიდორებში, რომელ საელჩოებში დადიან და რომელ ელჩებს ართმევენ ხელს. ეს არის დღეს სამწუხარო რეალობა, რომ ის უცხოელები, რომლებიც ჩვენ მივიღეთ ძმად და მეგობრად, დღეს ცდილობენ ჩვენ მოხრჩობას - როგორც სახელმწიფოსი, ისე ეკლესიის. სწორედ მათი ბიძგით, მათი კარნახით და დავალებით მოქმედებენ ეს ადამიანები", - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ