რუსეთის სახელმწიფო დუმამ პლენარულ სხდომაზე ოკუპირებულ ცხინვალთან „მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულების“ რატიფიცირება მოახდინა 13.05.2026 18:34

რუსეთის სახელმწიფო დუმამ პლენარულ სხდომაზე ოკუპირებულ ცხინვალთან „მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულების" რატიფიცირება მოახდინა -  კანონპროექტი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა წარადგინა. დოკუმენტს ხელი რუსეთის პრეზიდენტმა და ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ლიდერმა ალან გაგლოევმა 9 მაისს მოაწერეს.

 

 შეთანხმების მიხედვით, მხარეები გეგმავენ შეთანხმებული საგარეო პოლიტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის გატარებას, ასევე ინფრასტრუქტურისა და ადამიანური პოტენციალის განვითარებას. ამასთან, მხარეები ვალდებულებას იღებენ, გაატარონ ზომები შრომითი კანონმდებლობის, სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფის სისტემების გაერთიანებაზე, მათ შორის, მოქალაქეთა შრომითი სტაჟის ორმხრივი აღიარების მიმართულებით.

 

 შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ნაბიჯების გადადგმას "ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნის, მოქალაქეთა კეთილდღეობისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესების მიზნით 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ