15.05.2026 14:23
ოჯახის პატივისცემა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მხარდამჭერები, ჩვენი ამომრჩევლები ამ მსვლელობაზე იქნებიან, - ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის" წევრმა, თენგო თევზაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მსვლელობაში პოლიტიკურმა პარტიებმა სუბიექტების სახით მონაწილეობა არ უნდა მიიღონ.
„ეს არის საეკლესიო დღესასწაული. ჩვენი ქვეყნის პატრიარქმა, ილია მეორემ ეს დღე დააწესა, როგორც ოჯახის სიწმინდის დღე. ოჯახის სიწმინდის დღე და, ზოგადად, ოჯახის პატივისცემა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მხარდამჭერები, ჩვენი ამომრჩევლები ამ მსვლელობაზე იქნებიან, რადგან ძირითად ნაწილს მრევლი წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ეს არის საეკლესიო დღესასწაული და მე არ ვფიქრობ, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა რაღაც ორგანიზებაში ან ამ მარშში, როგორც პარტიებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა. ჩვენი ამომრჩევლები, ჩვენი წევრები, ნებაყოფლობით მიიღებენ გადაწყვეტილებას და ალბათ იქნებიან, მათ შორის, ამ მარშზეც", - განაცხადა თევზაძემ.
ავტორ(ებ)ი :