საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია რომის პაპ ლეო XIV-სა და ვატიკანის სახელმწიფო მდივანს პიეტრო პაროლინს შეხვდა 15.05.2026 19:19

 

იტალიაში ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრა გამართა ვატიკანის სახელმწიფო მდივანთან, კარდინალ პიეტრო პაროლინთან.

საუბრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი წარმოადგენდა. კარდინალი პიეტრო პაროლინი დაინტერესდა იმ პრობლემატიკით, რომელიც ამ ურთიერთობებში არის შექმნილი.

მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.

განხილვის თემას ასევე წარმოადგენდა საქართველოს მნიშვნელოვანი სამშვიდობო როლი როგორც სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარების, ისე ზოგადად რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.

დღესვე შედგა ქართული საპარლამენტო დელეგაციის აუდიენცია რომის პაპ ლეო XIV-სთან.

ვატიკანში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ