18.05.2026 12:54
ოპოზიციას არ აქვს იდეური ერთობა, ერთადერთი საკითხი, რაზეც აქვთ იდეური ერთობა, საჯაროდ ვერ იტყვიან, რადგან ეს არის ხელისუფლებაში მოსვლა, ძალაუფლების ხელში ჩაგდება და გარედავალებების შესრულება, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, შესაბამისად, მათ შორის განხეთქილება რომ არ იყოს, ეს იქნებოდა გასაკვირი.
„რომ არ იყოს განხეთქილება, ეს იქნებოდა გასაკვირი, გამომდინარე იქიდან, რომ მათ არ აქვთ იდეური ერთობა. რა საკითხთან დაკავშირებითაც მათ აქვთ იდეური ერთობა, ერთადერთ საკითხთან დაკავშირებით აქვთ და იმას საჯაროდ ვერ იტყვიან, ვერ გაამხელენ, ეს არის ხელისუფლებაში მოსვლა, ძალაუფლების ხელში ჩაგდება და გარედავალებების შესრულება.
მსოფლიოში არ არსებობს პოლიტიკოსი, რომელიც ამას აღიარებს. ამიტომ ამ ერთადერთი იდეური ერთობის გარშემო ისინი ვერ შეიკრიბებიან, საჯაროდ ვერ განაცხადებენ. დანარჩენი, მათ რეალური იდეური ერთობა, ერთობა და იდეა, რომელიც გააერთიანებდათ და ამისი გამხელა შეეძლებოდათ, მათ არ აქვთ, ამიტომ დაპირისპირება არის ბუნებრივი მოვლენა და ამას ვერც ჩვენ, არც ჩვენ და ვერც ისინი აღუდგებიან წინ,"- განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
ავტორ(ებ)ი :