ვაშინგტონის მერის გადაწყვეტილებით, 26 მაისი ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა 25.05.2026 23:47

 

აშშ-ის დედაქალაქის, ვაშინგტონის მერი მარიელ ბაუზერი 2026 წლის 26 მაისს ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ აცხადებს.

როგორც მერი მარიელ ბაუზერის ბრძანებაშია აღნიშნული, ვაშინგტონი ქართველ ხალხთან და ქართულ დიასპორასთან ერთად აღნიშნავს საქართველოს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს.

ვინაიდან, საქართველო საერთაშორისო საზოგადოების ღირებული წევრია დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობის, დინამიური ეკონომიკური განვითარებისა და სტრატეგიული საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაზრისით; და ვინაიდან, ამერიკაში ქართული თემის მემკვიდრეობა, ტრადიციები და მიღწევები მნიშვნელოვნად ამდიდრებს ჩვენი ადგილობრივი თემებისა და ერის კულტურულ მრავალფეროვნებასა და ეკონომიკურ სიძლიერეს; და ვინაიდან, საქართველოს საელჩო აძლიერებს კოლუმბიის ოლქს თავისი იქ ყოფნით და ჩვენს თემებთან კულტურული ჩართულობით; და ვინაიდან, ჩვენი ღირებული ურთიერთობებისა და კულტურული კავშირების პატივსაცემად, ჩვენ ქართველ ხალხთან და ქართულ დიასპორასთან ერთად აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს: მე, ვაშინგტონის მერი, 2026 წლის 26 მაისს ვაშინგტონში „საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ" ვაცხადებ", - ნათქვამია ბრძანებაში.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ