25.05.2026 23:49
„წარსული გვაქვს გენიალური, მაგრამ ამ გენიალობაში ეს არის თვალშისაცემი, რომ მთელი შენი ისტორია ადგილისთვის ბრძოლის ისტორია იყო. ეს გრძელდება, ადგილი არსად გაქცეულა", - განაცხადა პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ გადაცემა „დებატებში".
საყვარელიძის თქმით, საქართველოს მთელი ისტორია გეოგრაფიული ადგილისთვის ბრძოლა იყო და დღეს ეს ბრძოლა გრძელდება, ოღონდ უკვე სავაჭრო-კომერციული მნიშვნელობით, რომლის გამარჯვების გარეშეც 26 მაისი მომავალში აზრს დაკარგავს. პოლიტოლოგი მაგალითად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენს ასახელებს და მიიჩნევს, რომ მომავალ თაობებს უნდა გადაეცეს გზაჯვარედინის მაქსიმალური გამოყენების პერსპექტივა, რომელშიც უზარმაზარი შესაძლებლობაა ჩადებული.
„წარსული გვაქვს გენიალური, მაგრამ ამ გენიალობაში ეს არის თვალშისაცემი, რომ მთელი შენი ისტორია ადგილისთვის ბრძოლის ისტორია იყო. ეს გრძელდება, ადგილი არსად გაქცეულა და უბრალოდ, სტრატეგიული მნიშვნელობა აღარ არის თითქოს, ესეც კაცმა არ იცის. მაგრამ, სავაჭრო-კომერციული მნიშვნელობა შეიძინა ადგილმა და ამაზე მიდის ახლა ბრძოლა, ეს ბრძოლაა მოსაგები, რომლის გარეშედაც 26 მაისი მომავალში აზრიანი არ იქნება იმიტომ, რომ შვილი იქნება, შვილიშვილი თუ რა, იმათ ფუნქცია უნდა გადასცე. იმათ იარაღს ვერ გადასცემ, მონღოლეთზე მეტი იარაღი ვის ჰქონდა ისტორიაში, მაგრამ ფუნქცია ვერ იპოვეს ამ თავიანთი დიდი გამარჯვებების. მთელი კონტინენტი დაიპყრეს, მერე აღარ იცოდნენ, რა ექნათ და წავიდნენ სახლში.
მაგ ფუნქციის ელემენტები გამოჩნდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის დროს, ეს კიდევ ცალკე სასაუბრო თემაა. ამ მილსადენმა იმუშავა და ვიღაცებს, ვისაც არ უნდოდა დამოუკიდებლობა, ძალიან ერჩოდნენ მილსადენს, რადგან ამ მილსადენმა იმუშავა და დღესაც მუშაობს პარტნიორობის თვალსაზრისით. ე.ი. აქ უზარმაზარი პერსპექტივაა ჩადებული, ე.ი. ეს პერსპექტივა, გზაჯვარედინის მაქსიმალური გამოყენების პერსპექტივა, უნდა გადაეცეს მომავალ 26 მაისს", - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.
ავტორ(ებ)ი :