დიდი ბრიტანეთის ელჩი-თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების ცერემონია ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო, საქართველოს თავდაცვის ძალები სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ამაყი დამცველები არიან 26.05.2026 17:24

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი აცხადებს, რომ თავისუფლების მოედანზე დღეს გამართული ფიცის დადების ცერემონია მისთვის შთამბეჭდავი იყო.

 

როგორც დიპლომატი სოციალურ ქსელში წერს, საქართველოს თავდაცვის ძალები სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ამაყი დამცველები არიან

 

„დღევანდელი ფიცის დადების ცერემონია თავისუფლების მოედანზე ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო. საქართველოს თავდაცვის ძალები სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ამაყი დამცველები არიან. ამიტომაც მოხარული ვიყავი, რომ გადმომეცა მისი უდიდებულესობის, მეფის მისალოცი გზავნილი", - წერს დიპლომატი.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ