გივი თარგამაძე - ჩვენ საბოლოო ჯამში გამარჯვება გვიწერია, უბრალოდ, სწორი გზები უნდა ვიპოვოთ 26.05.2026 21:53

 

ჩემი აზრით, ეს არის მთავარი დღესასწაული, ჩვენ, ეს დღე ყოველთვის უნდა ვიზეიმოთ, გასაგებია, რომ სწორედ ეს დამოუკიდებლობა არის დასაცავი და თანაც საკმაოდ რთულ პირობებში, მაგრამ რაც არის, ეგ არის, - ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის" წევრმა, გივი თარგამაძემ დღევანდელ აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, გამარჯვებამდე სწორი გზებია საპოვნელი.

„ჩვენ საბოლოო ჯამში გამარჯვება გვიწერია, უბრალოდ, სწორი გზები უნდა ვიპოვოთ ამ გამარჯვებამდე. ჩემი აზრით, „ქოცები" ნელ-ნელა მართლა შედიან დეპოში და ეს დეპო ჩვენ უნდა მოვუძებნოთ სად არის, რომ სწორ ადგილას ჩამოდგნენ ისე, რომ ეს ქვეყანა მეტი აღარ შეაწუხონ არასდროს", - განაცხადა თარგამაძემ.

„ოპოზიციური ალიანსის" ორგანიზებით თბილისში მსვლელობა იმართება. მსვლელობის მონაწილეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ