26.05.2026 22:22
მინდა, თბილისიდან ერევანში მივესალმო მარკო რუბიოს და მივესალმოთ ჩვენი ტელეფონების ანთებით - შემდეგ ჯერზე თბილისში! - ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო იმსახურებს, რომ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი შავი ზღვისპირეთის მთავარ ქალაქში - თბილისში წყდებოდეს.
„საქართველო იმსახურებს ყველა ჩვენს მეგობარს ამიერკავკასიის, როგორც მანამდე ეძახდნენ და ახლა კი, შავი ზღვისპირეთის მთავარ ქალაქში - თბილისში. აქ უნდა ჩამოდიოდეს ყველა და აქ უნდა წყდებოდეს მთავარი საკითხები. სწორედ აქ, თბილისში ვესალმებით მარკო რუბიოს, აშშ-ს, ევროკავშირს, ჩვენს დიდ ბრიტანელ ძმებს და დებს, ყველას, ვისაც უყვარს საქართველო და ყველას, ვინც გვიყვარს ქართველებს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ხანმოკლე ვიზიტით იმყოფებოდა ერევანში, სადაც აეროპორტშივე მოაწერა ხელი სომხეთსა და აშშ-ს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაზე.
მარკო რუბიომ ერევანი უკვე დატოვა.
ავტორ(ებ)ი :