"გუშინდელი დღე იყო ძალიან კარგი, იყო ძალიან დიდი მუხტი" - ირაკლი ფავლენიშვილი ოპოზიციის 26 მაისის აქციაზე 27.05.2026 23:15

 

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში ოპოზიციური ალიანსის მიერ ორგანიზებული 26 მაისის საპროტესტო აქციაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, დამტკიცდა, რომ მოქალაქეების უდიდესი ნაწილი არის ოპოზიციურად განწყობილი.

"გუშინდელი დღე იყო ძალიან კარგი. ძალიან მკაფიო იყო კონტრასტი, ვნახეთ, რომ თბილისის ქუჩებში გამოვიდა ათიათასობით ჩვენი თანამოქალაქე, იყო ძალიან დიდი მუხტი და თბილისში კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ მოქალაქეების უდიდესი ნაწილი არის ოპოზიციურად განწყობილი, უდიდეს ნაწილს უნდა ცვლილებები. რაც მთავარია, დამოუკიდებლობის დღეს ჩვენ დავიცავით ეროვნული ღირსება, ეს იყო ეროვნული ღირსების დაცვა. ჩვენ დამოუკიდებლობის აღნიშვნის ექსკლუზივი არ უნდა დაგვეთმო იმ ძალისთვის, რომელმაც აღნიშნა, მაგალითად, შაჰ-აბასობა," - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ