01.06.2026 17:29
ახლა რაღაც შიდა დაღვინების ეფექტის მქონე პარტიული დავალება მიიღეს, ამას თამაშობენ. თუ ეტყვიან, ერთად იქნებიან, თუ ეტყვიან, დაიშლებიან, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, როცა დაავალეს, „ლელოს" წარმომადგენლები და გახარიას პარტიელები ერთად დასხდნენ.
„მე მათ ეგოებზე არ ვილაპარაკებ, რადგან როცა დაავალეს, „ლელოს" წარმომადგენლები და გახარიას პარტიელები დასხდნენ ერთად. ეს ჩვენ საინდიკაციოდ გამოგვადგება. ხაზარაძე-ჯაფარიძე და გახარია ერთ მაგიდასთან დასხდნენ, გაერთიანდნენ რაღაც მიზნის გარშემო. ჩვენ მერე ვსაუბრობთ ეგოებზე. არანაირი ეგო იქ არ არის. გამოხტება ვიღაც და ტელევიზორში რაღაცას ეტყვის, გასაგებია, როცა მიუშვებენ, მაგრამ თუ იქნება დავალება, კვლავ გაერთიანდებიან და იტყვიან, რომ ჩვენ გვაერთიანებს სამშობლოს სიყვარული. ამას „ნაცი" რომ ამბობს, ცალკე ანეკდოტია. დალაგდებიან და ერთად იქნებიან. ახლა რაღაც შიდა დაღვინების ეფექტის მქონე პარტიული დავალება მიიღეს, ამას თამაშობენ. თუ ეტყვიან, ერთად იქნებიან, თუ ეტყვიან, დაიშლებიან. იქ პიროვნული ფაქტორები იჩენს ხოლმე თავს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ავტორ(ებ)ი :