აშშ-ის საელჩო საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან ერთობლივი ოპერაციის შედეგად აშშ-ში მოქალაქეების უკანონოდ შეყვანის ბრალდებით პირთა დაკავებას ეხმაურება 02.06.2026 20:58

 

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მიესალმება საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ რამდენიმე პირის დაკავებას, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს ამერიკაში უკანონო შეყვანასა და საბუთების გაყალბებას უკავშირდება.

საელჩოს განცხადებით, წარმატებული ოპერაცია ამერიკელი და ქართველი სამართალდამცველების მრავალთვიანი მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია, რისთვისაც უწყება საქართველოს პროკურატურასა და გამოძიებაში ჩართულ ქართველ სამართალდამცავებს მადლობას უხდის.

"მივესალმებით საქართველოს გენერალური პროკურატურის დღევანდელ განცხადებას საქართველოს მოქალაქეების მოტყუების ბრალდებით რამდენიმე პირის დაკავების შესახებ, რაც აშშ-შ უკანონო შესვლასა და საბუთების გაყალბებას უკავშირდება. ეს არის აშშ-სა და საქართველოს შორის სამართალდამცავი ორგანოების რამდენიმეთვიანი მჭიდრო თანამშრომლობის შედეგი. მადლობას ვუხდით გენერალურ პროკურატურასა და გამოძიებასა და ოპერაციაში ჩართულ ქართველ სამართალდამცავ ორგანოებს", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პროკურატურის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლენილი ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის გამოვლენის შესახებ თბილისის პროკურორმა, გიორგი მიქაიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების გამო, საქართველოს ოთხმა მოქალაქემ დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფი ჩამოაყალიბა. წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად ისინი ამერიკაში თავშესაფრის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს მოიძიებდნენ და მათ თავშესაფრის მისაღებად საჭირო ისტორიის, ე.წ. „ქეისის" შექმნას, მტკიცებულებების შეგროვებასა და სასამართლოში მხარდაჭერას ჰპირდებოდნენ.

გიორგი მიქაიას თქმით, დადგენილია საქართველოს 366 მოქალაქის ვინაობა, რომლებმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მისაღებად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს მიმართეს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ