სერგეი ლავროვი - საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა პრაგმატიკოსებისგან შედგება 05.06.2026 13:34

საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა პრაგმატიკოსებისგან შედგება, ადასტურებენ თავიანთ კურსს ევროკავშირისკენ, მაგრამ ამავდროულად ესმით, რომ ასეთ შემთხვევაში ქვეყანას მოუწევს, უარი თქვას, იყოს ქვეყანა, რომელიც ცნობილია თავისი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, ნებისმიერი აგრარული ქვეყანა, რომელიც ევროკავშირს გაფართოების მეორე ან მესამე ტალღის დროს შეუერთდა, საკუთარ სოფლის მეურნეობას კარგავდა, რადგან ევროკავშირში არსებობენ „წამყვანი ქვეყნები", რომლებსაც აქვთ საკუთარი სოფლის მეურნეობა, საკუთარი ინტერესები და ჰყავთ საკუთარი ფერმერები.

 

ამასთან, როგორც ლავროვმა აღნიშნა, საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობა რეგულარულად გრძელდება.

 

„ამჟამად საქართველოს სავაჭრო ბრუნვის 70% მოდის რუსეთსა და დსთ-ის სხვა ქვეყნებზე. ასევე საკმაოდ დიდი წილი მოდის ჩინეთსა და სხვა ქვეყნებთან ვაჭრობაზე. ამიტომ, თუ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას გადაწყვეტს, ეს ყველაფერი სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, თუ გავითვალისწინებთ, რა მოთხოვნებს უყენებს ბრიუსელი ახალ წევრებს, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ მოთხოვნებზე, როგორებიცაა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შეერთება, ევროკომისიის ყველა საგარეო-პოლიტიკური გადაწყვეტილებისა და ქმედების აღიარება თუ სხვა. როგორც უკვე აღვნიშნე, მიმაჩნია, რომ ახლა საქართველოში პრაგმატიკოსები არიან, დიდწილად, ჩვენი ურთიერთობები რეგულარულად გრძელდება. რუს ტურისტებს უყვართ იქ ჩასვლა და ქართული ბუნებითა და ქართული სტუმართმოყვარეობით ტკბობა", - აღნიშნა ლავროვმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ