გიგა ფარულავა - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა უვიზო მიმოსვლის შეზღუდვა ქართველ ხალხს არ შეეხოს, პასუხისმგებლობა უნდა იყოს პერსონიფიცირებული და მოქალაქეებს არ უნდა შეეხოს 08.06.2026 16:22

პარტიის „გახარია საქართველოსთვის" საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის, გიგა ფარულავას განცხადებით, შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით თუ ვინმეს პასუხისმგებლობა ეკისრება, ეს არის „ქართული ოცნების" ხელისუფლება და უვიზო მიმოსვლის შეჩერება მოქალაქეებს არ უნდა შეეხოთ.

„ხელისუფლებაც და ოპოზიციაც 11 ივნისს პოპულისტურად იყენებს. პირველ რიგში, ეს არის ტექნიკური საკითხი, რომელიც დაწყებული იყო დიპლომატიურ ვიზებთან დაკავშირებით. რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას, „ოცნების" ხელისუფლების ქმედებას რა შედეგი მოჰყვება, სამწუხაროდ, დადებითი მოლოდინი არ გვაქვს. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა უვიზო მიმოსვლის შეზღუდვა ქართველ ხალხს არ შეეხოს. ეს ქართველი ხალხის მონაპოვარია და თუ ვინმეს პასუხისმგებლობა ეკისრება, ისინი არიან უშუალოდ ხელისუფლების წარმომადგენლები.

შესაბამისად, პასუხისმგებლობა უნდა იყოს პერსონიფიცირებული და მოქალაქეებს ნამდვილად არ უნდა შეეხოს. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ თავისი არადემოკრატიული პოლიტიკით და ნაბიჯებით ქვეყანა ამ მდგომარეობამდე მიიყვანა. გვჯერა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, მათი მხარდაჭერის და კეთილგონიერების. იმედს ვიტოვებთ, უვიზო მიმოსვლის შეჩერება მოქალაქეებს არ შეეხებათ", - აღნიშნა გიგა ფარულავამ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ