მაისის განახლებები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის 09.06.2026 14:33

თიბისის მუდმივად განახლებად მობაილბანკს მაისში არაერთი ახალი ფუნქციონალი და გაუმჯობესება დაემატა, რომლებიც შენს საჭიროებებს ერგება და კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას გთავაზობს.


მაისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განახლება ოვერდრაფტის სრულად ციფრულად დამტკიცების შესაძლებლობაა. თუ აქამდე აქამდე ოვერდრაფტის გასააქტიურებლად ფილიალში მისვლა ან ქოლ-ცენტრთან დაკავშირება გჭირდებოდა, ახლა ამის გაკეთება პირდაპირ მობაილბანკიდან, სულ რაღაც 1-2 წუთში შეგიძლია.


ამ ეტაპზე, ოვერდრაფტის სრულად მობაილბანკიდან დამტკიცების შესაძლებლობა საქართველოს ბაზარზე მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი.


დიდი სიახლეა მობაილბანკში კრიპტო პლატფორმის დამატება, რომელიც 60-მდე კრიპტოაქტივით ვაჭრობის შესაძლებლობას გაძლევს. სასურველი კრიპტოაქტივის ყიდვა და გაყიდვა 24/7 რეჟიმში, პირდაპირ მობაილბანკიდან შეგიძლია, დამატებითი აპლიკაციის ჩამოტვირთვისა და ცალკე რეგისტრაციის გარეშე.


ახალი ფუნქციონალი კრიპტოაქტივებზე წვდომას უკვე ნაცნობ ციფრულ გარემოში გთავაზობს, რაც ინვესტირების პროცესს კიდევ უფრო მარტივსა და ხელმისაწვდომს ხდის.


ფინანსების მართვა კიდევ უფრო ეფექტური გახდა „ჩემი ფინანსების“ განახლებული ფუნქციონალით. ახლა შეგიძლია ფინანსური სტატისტიკიდან ამოიღო ის ტრანზაქციები, რომლებიც რეალურად შენს ყოველდღიურ ხარჯებს არ ასახავს. შედეგად, „ჩემი ფინანსები“ უფრო ზუსტ და რელევანტურ სურათს გაჩვენებს.


მაისის განახლებებს შორისაა QR-ით თანხის განაღდების პროცესის გაუმჯობესებაც. ახალი ვერსიით, ბანკომატიდან QR-ით თანხის გამოტანისას, უკვე შეგიძლია შეამოწმო რომელი კუპიურებია ხელმისაწვდომი.


თიბისი მობაილბანკი მუდმივად ვითარდება შენი საჭიროებებისა და მოლოდინების გათვალისწინებით. მაისის განახლებებიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება - ყოველდღიური ფინანსური საკითხების მართვა უფრო მარტივი, სწრაფი და კომფორტული გახდეს. შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის, მობაილბანკის განახლება უკვე შენს ხელშია. მომდევნო განახლებამდე კი, თავად გამოსცადე მობაილბანკის შესაძლებლობები -https://app.tbcbank.ge/YiId/lnruz1fr

(R)

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ