15.06.2026 16:22
პრეზიდენტის სასახლეში სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
დახვედრის ცერემონიაზე ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სერბ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრას გამართავს.
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი მეუღლესა და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად დღეს ეწვია. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სერბეთის პრეზიდენტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი დახვდა.
დაგეგმილია ასევე ალექსანდრ ვუჩიჩის შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, შიო მესამესთან.
ავტორ(ებ)ი :