,,მე არ ვუჩივი არავის! არც ვიცი, ვინ არის ეს ადამიანი - ვფიქრობ, ისიც ეყოფა, 2026 წელს კიდევ „ქოცი" რომ არის''- გრიგოლ გეგელია 17.06.2026 13:21

მე არ ვუჩივი არავის! არც ვიცი, ვინ არის ეს ადამიანი - ვფიქრობ, ისიც ეყოფა, 2026 წელს კიდევ „ქოცი" რომ არის.

ამხელა გასაჭირში მყოფ ადამიანს როგორ ვუჩივლებდი?, - ამის შესახებ „ლელო- ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია სოციალურ ქსელში წერს და განმარტავს, რომ მას ბათუმის სასამართლოდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ მისი შეურაცხყოფის საბაბით ერთ პირთან მიმართებით შსს-მ საქმე აღძრა.ამასთან, გეგელიამ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება" დგამს ფარსს, თითქოს ებრძვის სიძულვილის ენას და თანაბრად აღასრულებს კანონს. როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, „ის არ იქნება ამ ფარსის ნაწილი!"„დამირეკეს ბათუმის სასამართლოდან. მაცნობეს, რომ ჩემი შეურაცხყოფის საბაბით შსს-მ აღძრა საქმე ვინმე გაბაძის წინააღმდეგ. მინდა ხაზგასმით ვთქვა შემდეგი:მე არ ვუჩივი არავის. არც ვიცი ვინ არის ეს ადამიანი - ვფიქრობ, ისიც ეყოფა, 2026 წელს კიდევ „ქოცი" რომ არის. ამხელა გასაჭირში მყოფ ადამიანს როგორ ვუჩივლებდი?პატივს ვცემ პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლებას, განურჩევლად გამოხატული აზრისა.

 

ეს არის წმინდათაწმინდა პრინციპი; გააზრებული მაქვს, რა ბრძოლაში ვარ. ამ პროცესში, მაქვს თმენის ვალდებულება, რასაც ვიცავ წლებია; არავის არ აქვს უფლება, შეზღუდოს აზრის თავისუფლება და მითუმეტეს პოლიტიკური პოზიციის გამოხატვის თავისუფლება. ამ რეჟიმს სძულს თავისუფლების ყველა ფორმა; რეჟიმს, რომელიც პოლიტიკურად დევნის ადამიანებს, აუქმებს პარტიებს, ატყვევებს პოლიტპატიმრებს, ათასობით ტროლის გამოყენებით თავს ესხმის და ლანძღავს ოპონენტებს, რომელსაც არ დაუსჯია აგრესორთა აბსოლუტური უმრავლესობა -ახლა სურს დადგას ფარსი, თითქოს ის ებრძვის სიძულვილის ენას და თითქოს თანაბრად აღასრულებს კანონს. ცხადია, მე არ ვიქნები ამ ფარსის ნაწილი!ისე კი, თუ მაინც სურთ თავიანთი „კანონების" აღსრულება, ვურჩევდი დაიწყონ ივანიშვილით, კობახიძით, ყაველაშვილით, სამხარაძით და არა რომელიღაც საბრალო „ქოცით", რომელსაც, როგორც ვთქვი, თავისი გასჭირვებია, რადგან „ქოცია", - განაცხადა გეგელიამ. 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ