18.06.2026 21:10
ფაქტია, რომ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე საუბარი სწორედ უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ გააქტიურდა უკრაინასთან, მოლდოვასა და საქართველოსთან მიმართებაში, რასაც ქალბატონი რასა ადასტურებს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, უკრაინის ომამდე აღნიშნული პროცესი შენელებული იყო.
„ამ დრომდე ძალიან შენელებული იყო ეს პროცესი. ათწლეულები, იცით, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები არიან ამ პროცესში, თურქეთი, ძალიან ბევრი ათწლეულია, პროცესშია, თუმცა პროგრესი გაფართოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირს არ განუცდია, უკვე ასევე ათწლეულია, უფრო მეტიც და, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარად გეოპოლიტიკური მოცემულობა იყო ამ თემაზე საუბრის დაწყების ახალი გამომწვევი. თუმცა რა შედეგებამდე მივალთ, იქნება თუ არა ევროკავშირის გაფართოება რეალობა, რა ფორმებით, ეს კიდევ ცალკე განხილვის საგანია. იცით, რომ ბოლო პერიოდში ბევრს საუბრობენ ამ თემებზე, რა უნდა იყოს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა, როგორ უნდა იყოს წესები გაფართოების, რაც თავისთავად ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა: „საქართველო ვერ ახერხებს, გამოიყენოს მომენტუმი, როდესაც შესაძლებლობის ფანჯარა უკრაინელების გამო გაიხსნა, 2022 წლის ომამდე არავინ საუბრობდა გაფართოებაზე".
ავტორ(ებ)ი :