ბიძინა გიორგობიანი: რუსეთი ომშია იმ ქვეყანასთან, რომელსაც გაუღო მოლაპარაკებები ევროკავშირმა, ფაქტობრივად, ევროკავშირი შედის რუსეთთან ომში და მე რატომ მეპატიჟებიან იმ ომში? 20.06.2026 20:58

 

რუსეთი ომშია იმ ქვეყანასთან, რომელსაც გაუღო მოლაპარაკებები ევროკავშირმა და ფაქტიურად ევროკავშირი შედის რუსეთთან ომში და მე რატომ მეპატიჟებიან იმ ომში? - განაცხადა გადაცემაში "ღია ეთერი - დებატები" "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრმა ბიძინა გიორგობიანმა.

გიორგობიანმა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

"ეკონომიკებზე უნდა ვილაპარაკოთ, ოღონდ მზარდ ეკონომიკებზე, როგორიც არის ჩინეთი, რომელთანაც საქართველოს აქვს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი. ჩინეთში ქართული ღვინო რომ შედის, საბაჟო გადასახადი არ აქვს, ჩვენი კონკურენტი ღვინოებისთვის, რომლებიც ევროკავშირიდან შეიძლება ჩინეთში შევიდეს, მათთვის არის 14%-იანი საბაჟო გადასახადი. ეს არის ერთადერთი ბაზარი, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, როდესაც ჩვენს რომელიღაც პროდუქტს არ აქვს საბაჟო გადასახადი და ჩვენს კონკურენტებს აქვთ.

ამას თქვენ არ უყურებთ. თქვენ უყურებთ იმას, რომ რუსეთი მეომარი ქვეყანაა, ეს კიდევ უბედურებაა, რუსეთი ომშია იმ ქვეყანასთან, რომელსაც გაუღო მოლაპარაკებები ევროკავშირმა და ფაქტობრივად, ევროკავშირი შედის რუსეთთან ომში და მე რატომ მეპატიჟებიან იმ ომში?" - განაცხადა გიორგობიანმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ