22.06.2026 21:15
რაც „ნაციონალურ მოძრაობაში" ხდება, დავარქვით „მიხაილ სააკაშვილის ქრონიკებიდან - ბრწყინვალე ნანას და თინათინის შერკინება". ასე შეგვიძლია დავასათაუროთ ეს ტრაგიკომიკური მოვლენა , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მისი თქმით, ახლა, რაც აღნიშნულ ოპოზიციურ პარტიაში ხდება, მორიგი სეზონის მორიგი სერიაა.
„თვალს ვადევნებთ მორიგი სეზონის, მორიგ სერიას „ნაციონალურ მოძრაობაში" , რაც ხდება დავარქვით „მიხაილ სააკაშვილის ქრონიკებიდან - ბრწყინვალე ნანას და თინათინის შერკინება". ასე შეგვიძლია დავასათაუროთ ეს ტრაგიკომიკური მოვლენა. წარმოიდგინეთ, ქალბატონი,რომელიც იყო კონკრეტული პარტიის თავმჯდომარე, სოციალური ქსელით იგებს, თურმე აღარ არის პარტიის თავმჯდომარე და სხვა ალტერნატივა არის შეთავაზებული ბატონი მიხეილის მხრიდან. ეს მათ არაორგანიზებულობაზე მეტყველებს.
დღეს, რომ გადაწყვიტონ მათმა პატრონებმა, რომ ამ აგენტურას მოქმედების თავისუფლება და გადაწყვეტილების თავისუფლება მისცენ, უბრალოდ ვერ გაინძრევიან. 2012 წლამდე, როდესაც იმყოფებოდნენ ხელისუფლებაში, მაშინაც ყველა მათი ნაბიჯი ნაკარნახევი იყო, შეთანხმებული. იმავეს აგრძელებენ ოპოზიციაში. არ ვიცი ეს დავალებაა ან ასანთის ყუთით თამაში რამდენიმე კვირით მიტოვებულ აგენტურულ ფლანგზე",- განაცხადა კირცხალიამ.
ავტორ(ებ)ი :