,,ჩვენ გვჭირდება ერთიანობა ოპოზიციაში, რათა ჩვენ, ვინც ქართველები არ ვართ, ვიცოდეთ, ვის ვუჭერთ მხარს“- ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი 22.06.2026 21:54

 

მე მოვუწოდე იმ ადამიანებს, რომლებიც მესაუბრებოდნენ და სამი თუ ოთხი დელეგაცია მყავდა ლონდონში და აქაც მოვუწოდე, რომ იპოვონ ერთიანი ხმა, რათა ჩვენ შეგვეძლოს მხარდაჭერა, - განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელმა, ლესლი გრიფითსმა „ქრონიკასთან" საუბრისას.

ბრიტანეთის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მათ ოპოზიციის ერთიანობა სჭირდებათ.

„არ მინდა იმაზე ფიქრი, რომ ზოგიერთი ადამიანი, რომელსაც შევხვედრივარ და რომლებიც ინფორმაციას მაწვდიდნენ იქ მიმდინარე მოვლენებზე, ახლა დაპატიმრებულია. მე მოვუწოდე იმ ადამიანებს, რომლებიც მესაუბრებოდნენ და სამი თუ ოთხი დელეგაცია მყავდა ლონდონში და აქაც მოვუწოდე, რომ იპოვონ ერთიანი ხმა, რათა ჩვენ შეგვეძლოს მხარდაჭერა, რადგან ყოველ ჯერზე, როცა ვსწავლობდი საკითხს და ვამბობდი, რომ მხარს ვუჭერდი, შემდეგ სხვა დელეგაცია მოდიოდა ჩემთან შესახვედრად.

ჩვენ გვჭირდება ერთიანობა ოპოზიციაში, რათა ჩვენ, ვინც ქართველები არ ვართ, ვიცოდეთ, ვის ვუჭერთ მხარს", - აღნიშნა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ