23.06.2026 17:31
2004-2012 წლებში ევროპარლამენტი „აპრავებდა" ადამიანების წამებას, გაუპატიურებას ციხეებში და ციხეებს გარეთ, ადამიანის უფლებები ამ ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერთადერთი, რაც დღეს აინტერესებთ ამ ადამიანებს, ეს არის ის, რომ როგორმე დააბრუნონ სწორედ ეს მწამებელი „ნაცები" ხელისუფლებაში.
„იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც განხორციელდა ძალადობა და სადაც იყო აშკარა დანაშაულის ნიშნები, ამ ფაქტებზე სამართალდამცავ სტრუქტურებს უკვე ჰქონდათ რეაგირება დაახლოებით ერთი თვის წინ. რაც შეეხება მეორე მხარეს, ამასაც ითხოვენ, მოძალადეები გამოუშვითო, მოძალადეებს რაც შეეხება, 500-ზე მეტი ადამიანი ძალადობდა ყოველდღიურ რეჟიმში და მხოლოდ 30 ადამიანი იქნა დაკავებული, აქაც უნდათ, რომ სხვანაირი მიდგომა იყოს. სინამდვილეში ამ ადამიანებს უნდათ ერთადერთი რამ, ეს არის სახელმწიფოს დასუსტება, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტება. მათ რომ ადამიანის უფლებები არ ადარდებთ, ყველამ ძალიან კარგად იცის. 2004-2012 წლებში ევროპარლამენტი „აპრავებდა" ადამიანების წამებას, ადამიანების გაუპატიურებას ციხეებში და ციხეებს გარეთ. ადამიანის უფლებები ამ ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებთ. ერთადერთი, რაც დღეს აინტერესებთ ამ ადამიანებს, ეს არის ის, რომ როგორმე დააბრუნონ სწორედ ეს მწამებლები „ნაცები" ხელისუფლებაში. მათ ამ მცდელობაზე გვექნება შესაბამისი რეაგირება და პასუხი.
ევროპარლამენტის საქმეა საკუთარი საბჭოური მიდგომების გადახედვა, საბჭოურ მიდგომებს უნდა გადახედონ, ამ შემთხვევაში ურთიერთობები აღდგება და დაუბრუნდება სწორ ჩარჩოებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ავტორ(ებ)ი :