პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო 23.06.2026 19:13

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა „მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილება, რომლის მიხედვითაც გასართობ და სპორტულ არხებს არხებს უცხოური დაფინანსების მიღების უფლება ექნებათ

 კანონში ცვლილება არ ვრცელდება მაუწყებლებზე, რომელიც ახალი ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკას აშუქებენ.

 როგორც პირდაპირი ასევე არაპირდაპირი უცხოური დაფინანსების მიღება შეეძლებათ იმ ტელეარხებს, რომლებიც სპორტული, შემეცნებითი, საგანმანათლებლო და გასართობი თემატიკით მაუწყებლობენ.

 გარდა ამისა, კანონით განისაზღვრება, რომ მაუწყებლის მიერ აკრძალული დაფინანსების მიღების შემთხვევაში, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია უფლებამოსილი იქნება, „მაუწყებლობის შესახებ" კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად, მაუწყებელს მიღებული დაფინანსების სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვა დაავალდებულოს 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ