ლაურა კასტელი – საქართველოში გარკვეული ოპოზიციური ძალები უფრო მეტად მხოლოდ მთავრობის დადანაშაულებით არიან დაკავებული, ავიწყდებათ, რომ მათი ადგილი არის ინსტიტუტებში, რომლებშიც უნდა იმუშაონ 24.06.2026 20:48

 

ჩვენ წევრ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე დაკვირვება ძალიან საჭიროა, წლების განმავლობაში და ახლაც პოლიტიკა მოწამლულია, ცოცხალი დემოკრატიის დადებითი განვითარების სასარგებლოდ, კანონის უზენაესობის ძლიერი სტრუქტურისთვის და ადამიანის უფლებების ფუნდამენტური უფლებების პატივისცემისთვის, ქართული პოლიტიკის ყველა ნაწილში აქტიური მუშაობის ნაცვლად, პოლიტიკოსები ერთმანეთს ებრძვიან არასწორი მიზეზების გამო, - ამის შესახებ ევროპის გაერთიანებული მემარცხენეების ჯგუფის წარმომადგენელმა, ლაურა კასტელმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე განაცხადა.

ლაურა კასტელის განცხადებით, ძლიერი პოლიტიკური დებატი და კონკურენცია ძალიან საჭიროა, რამდენადაც ეს ეხმარება ქართული დემოკრატიის გაძლიერებას.

„სამწუხაროდ, ქართველი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი საპირისპირო მიმართულებით მოქმედებს. ამჟამად, ის, ვინც მხარს უჭერს მთავრობას ხშირად თვალს ხუჭავს დიდ დანაშაულებზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ. სიტყვის თავისუფლება და თავისუფალი პრესის ფლობის უფლება ზეწოლის ქვეშაა. მიუღებელია პოლიტიკოსების ციხეში ყოფნა. ისინი უნდა იყვნენ პარლამენტში და საჯარო დებატებში. ამავე დროს, გარკვეული ოპოზიციური ძალები უფრო მეტად ყველაფერში მხოლოდ მთავრობის დადანაშაულებით არიან დაკავებული, ავიწყდებათ, რომ მათი ადგილი არის ინსტიტუტებში, რომლებშიც მათ უნდა იმუშაონ. პარლამენტის რაოდენობის შემცირებას აზრი არ აქვს, ეს არ ეხმარება საქართველოს მოსახლეობას და საერთოდ საზოგადოებას. ევროპის გაერთიანებულ მემარცხენეებს, ჩვენ გვსურს, ზეწოლა მოვახდინოთ პოლიტიკოსებზე ყველა მხარეს, რომ უკეთესად იმუშაონ, ვიდრე ამას დღეს აკეთებენ. ეს მოიცავს ზეწოლას მთავრობაზე რომ დააკმაყოფილოს ვალდებულებები მისი კონსტიტუციის და ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის შესაბამისად", - განაცხადა კასტელმა.

​მისივე თქმით, მინისტრთა კომიტეტმა უნდა იმოქმედოს უფრო სწრაფად და მკაცრად, რადგან ჩანს, რომ ის საკმარისად ეფექტური არ არის.

„მინისტრთა კომიტეტმა საპარლამენტო ასამბლეასთან ერთად უნდა დაიწყოს დამატებითი პროცედურა მოქმედებისთვის, სურს თუ არა საქართველოს აქ დარჩენა. ჩვენ ასევე უნდა მოვთხოვოთ საქართველოს პარლამენტს, გამოგზავნოს სრულფასოვანი დელეგაცია ჩვენ ასამბლეაში, რომ შეგვეძლოს დისკუსია ყველა საკითხზე ყველა პოლიტიკურ ძალასთან. საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, ჰქონდეთ ფუნქციური პოლიტიკური სტრუქტურა მთელი საზოგადოების სასარგებლოდ", - განაცხადა კასტელმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ