გიორგი გახარია - დღეს საქართველოში ოპოზიციაში ყოფნა ფიზიკური უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენს 27.06.2026 15:13

„ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკურ ოპოზიციას კოორდინირებული ფიზიკური ძალადობით უპასუხა , - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

 

„ჩვენ პარლამენტში შევედით იმისთვის, რომ მოქალაქეები, მათ შორის ისინიც, ვინც ხმა „ქართულ ოცნებას" მისცა, თავიანთი საჭიროებებისა და პრობლემების წინაშე მარტო არ დაგვეტოვებინა, მთავრობის ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად და პარლამენტში განსხვავებული აზრის დასაფიქსირებლად ყველა საპარლამენტო ინსტრუმენტი გამოგვეყენებინა. ჩვენ ამ მისიის გზიდან არ გადაგვიხვევია. „ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკურ ოპოზიციას კოორდინირებული ფიზიკური ძალადობით უპასუხა. ჩვენს კოლეგას, გიგა ფარულავას, სამედიცინო დახმარება დასჭირდა", - წერს გახარია X-ზე.ს

 

მისი თქმით, „დღეს, საქართველოში, ოპოზიციაში ყოფნა ფიზიკური უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენს".

 

„ამ ძალადობას ხელს უწყობს ის დაუსჯელობა, რომლითაც ძალაუფლების უმაღლეს დონეზე მყოფი პირები სარგებლობენ", - აცხადებს გახარია.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ