01.07.2026 11:23
სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებს ეწვია, სადაც მათი საქმიანობის სპეციფიკასა და ინფრასტრუქტურას გაეცნო.
მინისტრმა, პირველ მოადგილესთან, რონი მესხსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან, ლევან მაისურაძესთან ერთად, ოპერატიული მართვის ცენტრი „112" და საპატრულო პოლიციის სამსახური მოინახულა.
სომხურმა მხარემ ქართულ დელეგაციას გააცნო უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ორგანიზაციული მოწყობა, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პროცესი.
დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს საპოლიციო ინფრასტრუქტურა და სპეციალური ტექნიკა, გაეცნენ შესაბამისი დანაყოფების შესაძლებლობებსა და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ავტორ(ებ)ი :