ხობში, მდინარე ცივში, 50 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი იპოვეს 30.04.2026 14:35


ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში, მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ის აფხაზეთიდან დევნილია.

კაცს ახლობლები და მეზობლები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ცხედარი, ამჟამად, ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

 

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია. გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული

 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ