ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში საქართველოს მონაწილეობით ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიმართა 23.01.2026 17:18

ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში საქართველოს მონაწილეობით ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომა ჩატარდა თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სხდომას დაესწრო საქართველოს თავდაცვის ძალების დელეგაცია, გენერალ-ლეიტენანტ გიორგი მათიაშვილის ხელმძღვანელობით.

„ნატო-საქართველოს ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ნატო-სთან სამხედრო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, თანამშრომლობის შედეგები და სამომავლო გეგმები. ვიზიტის ფარგლებში გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ასევე უნგრეთის, იტალიის, სლოვაკეთისა და თურქეთის თავდაცვის ძალების მეთაურებთან", - ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ