06.06.2026 15:00
საქართველოს თავდაცვის ძალების 35 წლის იუბილესთან დაკავშირებით აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა უწყებრივი მედლები და ფასიანი საჩუქრები მიიღეს.
თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, პაატა პატიაშვილმა 10 სამხედრო მოსამსახურე თავდაცვის ძალების აღმშენებლობის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის უწყებრივი მედლით - „საქართველოს თავდაცვის ძალები 35 წლისაა" დააჯილდოვა, სამხედროების ნაწილს კი ფასიანი საჩუქრები გადასცა.
პაატა პატიაშვილმა დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებს ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და, საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და უწყების სახელით, სამხედროებსა და მათ ოჯახებს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვა.
მინისტრის პირველმა მოადგილემ დაჭრილ-დაშავებულ ჯარისკაცებზე ზრუნვის პროცესში თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტისა და სამედიცინო დეპარტამენტის მნიშვნელოვანი როლიც აღნიშნა.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ავტორ(ებ)ი :