შსს-მ ეუთოს თავმჯდომარე ელინა ვალტონენი 5000 ლარით დააჯარიმა 16.10.2025 13:46

ეუთო-ს თავმჯდომარე და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი რუსთაველის გამზირზე გზის უკანონო გადაკეტვისთვის 5 000 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

 

ელინა ვალტონენი 14 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტთან აქციაზე მივიდა. ვალტონენმა რუსთაველის გამზირიდან სოციალურ ქსელით ვიდეომიმართვაც გაავრცელა.

 

დღეს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მიმართა: „გიწვევთ ფინეთში, შეხვდეთ თავისუფალ პრესას და დააკვირდეთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დემონსტრაციას“.

 

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ელინა ვალტონენის ვიზიტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვა და ეუთო-ს სამდივნოს, მონაწილე ქვეყნებს საპროტესტო ნოტით მიმართა. საგარეო უწყება ეუთო-ს სამდივნოსთვის გაგზავნილ ნოტაში აღნიშნავს, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გათვალისწინებული პროგრამის გარდა, მინისტრი ელინა ვალტონენი შეუერთდა ანტისამთავრობო აქტივისტთა მცირე ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ქუჩის აქციას და გააკეთა განცხადება, რომელიც საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ