საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გეკა გელაძის განცხადებით, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ პრეზიდენტის სასახლის ღობე გადაჭრილი არ ყოფილა.
გეკა გელაძემ აღნიშნულით ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა: „ღობესთან დაკავშირებით ისმის განცხადებები, თუ ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი ან ექსპერტიზა და რა შედეგები გაქვთ?“.
„ალბათ უხერხული და სასაცილოც არის ამაზე საუბარი. დამატებითი ექსპერტიზა დავნიშნეთ და კითხვის სახით დავსვით, ჰქონდა თუ არა ჭრის კვალი ჯებირებს. რეალურად, ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად წარმოიქმნა დაზიანებები და ჭრის კვალი არ აღენიშნება. დამატებითი ექსპერტიზის პასუხები უკვე არსებობს“, – განაცხადა გეკა გელაძემ.
ავტორ(ებ)ი :