ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლით გზაზე, 32 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს 21.10.2025 19:40

ბკურციხე-გურჯაანის შემოვლით გზაზე, 32 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

შემთხვევა დღეს, დღის პირველ ნახევარში მოხდა. 

კაცი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის მკვიდრია.

წინასწარი ინფორმაციით, მას ავტომობილი დაეჯახა და მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

თანასოფლელების თქმით, გარდაცვლილი მამაკაცი აღნიშნულ მონაკვეთზე ხშირად ვარჯიშობდა.

ვარაუდობენ, რომ სწორედ ვარჯიშის დროს მოხდა საბედისწერო შემთხვევა.

ოჯახის წევრები მას გუშინდელი დღიდან ეძებდნენ. გარდაცვლილი კი მას შემდეგ იპოვეს, რაც გზის პირას მისი ავტომობილი შენიშნეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

წყარო: ,,მთავარი ამბებეი - კახეთიდან''

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ