მიხეილ ყაველაშვილმა მძიმე დიაგნოზის მქონე მსახიობის, დონარა გვრიტიშვილის შვილი შეიწყალა 23.10.2025 15:20

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მსახიობ დონარა გვრიტიშვილის შვილი, გიორგი ხოსროშვილი შეიწყალა.

 

ამის შესახებ დონარა გვრიტიშვილის შვილმა, ხა­ტია ხოს­როშ­ვი­ლმა დაწერა.

„არ ვიცოდით, დახმარება ვისთვის გვეთხოვა და ჰაერში ვითხოვეთ. დავინახეთ - როგორ ბუნებრივად, ძალდაუტანებლად და ბრწყინვალედ იქცა ათასობით ადამიანი სიკეთის ზვავად. დედა-შვილის შეხვედრის სევდიანი ამბავი გადაიქცა ისტორიად, რომელიც არამარტო მათზეა - ეს არის ადამიანობაზე, სიკეთეზე, იმ ემოციებზე, რომლებიც გვალამაზებს ყველას. თუმცა მათი შეხვედრა ისეთი ვერ იყო როგორსაც დონარა ისურვებდა. მადლობა თითოეული გაზიარებისთვის, კომენტარისთვის, თითოეული სიტყვისთვის, რომელიც ამ ისტორიას შეაწიეთ. მადლობა მეგობრებს, დედას მეგობრებს. უცნობ ადამიანებს, მთელ საქართველოს, სპეციალური პენიტენციური სამსახური / Special Penitentiary Service of Georgia პრეზიდენტის ინსტიტუციას (პატიმარი შეწყალებულია) - შეუძლებელია ჩამოვთვალო ყველა, ვინც ამ საქმეში ჩაერთო. ვინც ამ პოსტს წაიკითხავთ - თქვენ გეკუთვნით ეს მადლობა. მთელი ჩვენი ოჯახი - მე და ჩემი და ვაფასებთ თქვენს ჩართულობას, გადაწყვეტილებას, დახმარებას და გულწრფელად მადლობელი ვართ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას - ადამიანი ჯერ ცოცხალია, სუნთქავს და ძალიან რთულია ასეთ მძიმე მომენტში ჩვენთვის სამძიმრის მოსმენა. მადლობა, მაგრამ გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაცია გავრცელდა", - დაწერა ხა­ტია ხოს­როშ­ვი­ლმა.

მსახიობი დონარა გვრიტიშვილი მძიმე სენით არის დაავადებული. რამდენიმე დღის წინ ხა­ტია ხოსროშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დონარა გვრიტიშვილს ჰქონდა შვილთან შეხვედრის სურვილი, რომელიც პატიმრობაში იმყოფებოდა.

 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ