სტრასბურგის საქმეები, ბოლო წლების გამოცდილება ადასტურებს ქართული სასამართლოს სწორ გადაწყვეტილებებს- ლევან მურუსიძე 25.10.2025 15:51

ბოლო წლების გამოცდილება მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ქართველი მოსამართლეები კანონის სრული დაცვით, მიუკერძოებლად და მაღალი პროფესიონალიზმით იმუშავებენ, - ამის შესახებ ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მურუსიძეს კითხვა დაუსვეს საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ადმინისტრაციულ საქმეების განხილვებთან დაკავშირებით.

როგორც მან აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლოში არაერთხელ დადასტურდა, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ სწორი და კანონიერი გადაწყვეტილებები მიიღო.

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ქართული მართლმსაჯულება და ქართველი მოსამართლეები მიიღებენ კანონის შესაბამის გადაწყვეტილებებს. ამის დასტურია უამრავი საქმე სტრასბურგის სასამართლოში, რაზეც აჟიოტაჟი იყო შიდა და გარე ძალებით, რომლებიც ლანძღავდნენ პირდაპირ სასამართლო სისტემას. შემდგომში სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ მიიღო სწორი და კანონიერი გადაწყვეტილება. ამიტომ გასული წლები და გამოცდილება, რაც ამ ბოლო წლებში ქართულ მართლმსაჯულებას დაუგროვდა, მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ქართველი მოსამართლეები იმუშავებენ კანონის სრული დაცვით, მიუკერძოებლად და მაღალი პროფესიონალიზმით", - აღნიშნა მურუსიძემ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ