პროკურატურამ თემქაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებითორ ორ პირს ბრალდება წარუდგინა 27.10.2025 18:00

საქართველოს პროკურატურამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისრამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდარომ მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბერსთბილისშიზღვის უბნის დასახლებაშიბრალდებულმა მეგობარ გოგონასთან არასასურველი კომუნიკაციის და ეჭვიანობის გამოდაზარალებულს სახის არეში მუშტი დაარტყარის შედეგადაც იგი წაიქცა და სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება მიიღოდაზარალებული 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალამძიმე დანაშაულის ჩადენის მომენტში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კიდევ ერთი პირირომელმაც აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო გადაიღო და მომხდარი მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვანი პირი 19 ოქტომბერს დააკავესდაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117- მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაზარალებულის გარდაცვალების შემდგომ დაკავებულს ბრალდება დაუმძიმდა და ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117- მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაესე იგი სხეულის დაზიანებარომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვისრამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობაწარედგინა.

დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, 26 ოქტომბერს სასამართლოს განჩინების საფუძველზე სამართალდამცველებმა კიდევ ერთი არასრულწლოვანი დააკავესმას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376- მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერვინც ნამდვილად იცისრომ ჩადენილია მძიმე დანაშაულიწარედგინა.

პროკურატურა დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე დაკავებული პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ