სასამართლომ ლუკა კურტანიძე პატიმრობაში დატოვა 29.10.2025 19:25

ბათუმის სასამართლომ ლუკა კურტანიძე პატიმრობაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე, ლევან ყოლბაიამ მიიღო.

როგორც  ადვოკატმა ივანე მეფარიშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდების მხარე პროკურატურის მტკიცებულებებიდან ერთ ნაწილში აღიარებს ბრალს, დანარჩენ სამ მუხლს არ ეთანხმებიან.

„ჩვენი პოზიცია არის, რომ ძირითადი მტკიცებულებები პროკურატურის უდავოდ ვცანით - ერთ ნაწილში ვაღიარებთ ბრალს, დანარჩენ სამ მუხლს არ ვეთანხმებით, გვაქვს ჩვენი არგუმენტები, მათ შორის იმ ნაწილშიც, რაც გულისხმობს ძალადობას. ლუკა კურტანიძის პოზიცია არის, რომ აიღოს თავისი პასუხისმგებლობა.

ექსპერტის დასკვნა არსებობს, სადაც ქალბატონ ხათუნას არ დასჭირდა სამედიცინო ჩარევა ადგილზე და ექსპერტის დასკვნა არის, რომ დაზიანება არის მსუბუქი ჯანმრთელობის მუხლით. უბრალოდ იყო გაწევ-გამოწევა, ხელით შეეხო იმისათვის, რომ შემთხვევის ადგილი დაეტოვებინა“,- აცხადებს ადვოკატი.

მორიგი სასამართლო პროცესი 13 ნოემბერს გაიმართება.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ