02.11.2025 16:22
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, თათა ფერაძის სასამართლო პროცესი გადაიდო და ის დარბაზიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ადვოკატმა, თეონა ზაქარეიშვილმა განაცხადა.
ადვოკატის ინფორმაციით, ფერაძის დაკავების ოქმში არ იყო მითითებული დაკავების დრო, რაც ძალიან დიდი დარღვევაა.
„მთავარი დარღვევა რაც იყო არის ის, რომ დაკავების ოქმში არ იყო მითითებული დაკავების დრო, რაც ძალიან დიდი დარღვევაა. შემდგომ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ ამას მოწმეები დაადასტურებენ, რაც შეუძლებელია. ისეთი მუხლისთვის როგორიც ქუჩის გადაკეტვაა, დაკავების დრო ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამისთვის გათვალისწინებულია პატიმრობა და სწორედ ამ დროის მიხედვით აითვლება პატიმრობა. ზედმეტი პატიმრობის ერთი წუთიც კი, ეს იმაზე დიდი დარღვევაა, ვიდრე დარბაზში მყოფ შსს-ს წარმომადგენელს ეგონა. გარდა ამისა, საქმეზე მტკიცებულებები, რომ თამარ ფერაძე რაიმეს არღვევს და მით უმეტეს, ქუჩას კეტავს, არ არის წარმოდგენილი. თითქოს ეს კადრები დამონტაჟებული, აჩქარებული და სხვა რაკურსით გადაღებულია მაშინ, როდესაც შსს-ს ოთხი სტაციონალური კამერით, სამხრე კამერებიდან, მანქანებიდან, ტელევიზიიდან და ინტერნეტიდან მტკიცებულებების ამოღება არ უჭირს. ორი მთავარი დარღვევა იყო, რამაც დღეს მოსამართლე კობა ჩაგუნავას გადაწყვეტილება, რომ თამარ ფერაძე გათავისუფლდა, განაპირობა, დაკავების დრო არ არის და ასევე, თამარ ფერაძის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არის. ახლა, შსს-ს მეორე შანსი მიეცა, იქნებ ეს გარემოებები მეორე ჯერზე მაინც დაამტკიცონ. ჩვენ კი ამ დროს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ მტკიცებულებები წარმოვადგინოთ. სხვათაშორის, ამ დარბაზებში პროცესები ისე მიმდინარეობს, რომ აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ ქუჩა ნამდვილად გადაკეტეს, როცა ისინი კეტავენ და პირდაპირ ამბობენ რომ ეს მათი პროტესტია“, – განაცხადა ადვოკატმა.
თათა ფერაძე რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვის ბრალდებით დღეს დააკავეს.
ავტორ(ებ)ი :