10.11.2025 17:21
თბილისის საქალაქო სასამართლომ „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 5 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
დღევანდელ პროცესზე ლისის ტბის მიმდებარედ ნიკა მელიას ადმინისტრაციული წესით დაკავების საქმე განიხილეს.
სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოწმედ ორი პოლიციელი წარმოადგინა, რომლებმაც განაცხადეს, რომ ნიკა მელიამ პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულს მელია არ დაეთანხმა.
ამასთან, ნიკა მელიამ პროცესზე განაცხადა, რომ მისი დაკავების ღონისძიებაში 50-მდე პოლიციელი მონაწილეობდა, რასაც სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოცხადებული პოლიციელები არ დაეთანხმნენ. როგორც მათ აღნიშნეს, მელიას დაკავებაში სამი პოლიციელი მონაწილეობდა.
ნიკა მელია მაისში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიტიკოსი დაკავებული იყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას გულისხმობს.
ავტორ(ებ)ი :