,,ლევან ხაბეიშვილს სუს-მა ორი თვით გაუგრძელა ყველა შეზღუდვა, რაც მას დაუწესეს'' - ადვოკატი 14.11.2025 17:26

ლევან ხაბეიშვილს სუს-მა ორი თვით გაუგრძელა ყველა შეზღუდვა, რაც მას დაუწესეს, - ამის შესახებ ხაბეიშვილის ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ტყეშელაძე აღნიშნავს, ხაბეიშვილი არის პირველი პოლიტიკოსი, რომელიც პოლიტიკური დაპირების გამო დააკავეს.

ლევან ხაბეიშვილს სუს-მა 2 თვით გაუგრძელა ყველა შეზღუდვა, რაც მას დაუწესეს!

სასამართლო უნდა ჩატარდეს 9 დეკემბერს, სადაც უნდა განგვეხილა ლევან ხაბეიშვილის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი.

სუს-ს შეეძლო აღნიშნული შეზღუდვები გაეგრძელებინა მხოლოდ 9 დეკემბრამდე, მაგრამ სუს-მა უკვე მიიღო გადაწყვეტილება სასამართლოს ნაცვლად, რომ ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - არ შეეცვალოს! დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ის არის პირველი პოლიტიკოსი, რომელიც პოლიტიკური დაპირების გამო დააკავეს - დააკავეს სიტყვის გამო.

ამ შეზღუდვებითაც ჩანს, რომ მათ ეშინიათ მისი მართალი სიტყვის!

სუსი იყენებს წამების დახვეწილი მეთოდს - არასრულწლოვანი შვილების ნახვასა და მათთან დარეკვის უფლებას ართმევს მამას“, - წერს ტყეშელაძე სოციალურ ქსელში.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ