"ჰერმესის" თანამშრომელს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა 16.11.2025 18:45

საქალაქო სასამართლოში "შპს ჰერმესის" სპეციალისტის პროცესი დასრულდა. მას, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.

წინასასამართლო სხდომა 29 დეკემბერს ჩაინიშნა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "შპს ჰერმესის" თანამშრომელი კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, მუხათგვერდის საქალაქო სასაფლაოს სპეციალისტმა მოქალაქეს ყალბი დოკუმენტი დაუმზადა, თითქოს კონკრეტულ სასაფლაოზე მისი ბაბუა იყო დასაფლავებული, რის შედეგადაც ის 3-ადგილიანი საფლავის მიღებას შეძლებდა. სანაცვლოდ, გამოართვა 4 600 ლარი.

დაკავებულს ბრალად ედება კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება - გასაღება, რაც 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ