თბილისის პროკურატურაში ყოფილი პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის აპარატის ყოფილი უფროსი გიორგი ჭოლაძე იკითხება 18.11.2025 18:17

თბილისის პროკურატურაში ყოფილი პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის აპარატის ყოფილი უფროსი გიორგი ჭოლაძე იკითხება - ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ჭოლაძე 20 ივნისის აქციის საქმესთან დაკავშირებით იკითხება.
"20 ივნისთან დაკავშირებით ვიყავი, ჩორჩანას ეპიზოდზე, ჩემს შემთხვევაში, არ ყოფილა კითხვები დასმული. მთელი ის პროცესი იქ ვიყავი და ვიყავი იმ ყველაფრის შემსწრე, რაც იქ ხდებოდა.
პარლამენტის შენობაში, ზვიად ძიძიგურის ოთახში იყო შეკრებილი ის ხალხი, ვინც მე საგამოძიებო კომისიაზე ჩამოვთვალე, შესაბამისად, გახარია იქ იღებდა გადაწყვეტილებებს და იძლეოდა ბრძანებებს, ამასთან დაკავშირებით იყო კითხვები... ერთი ოთახი იყო იქ მხოლოდ, სადაც იჯდა გერმანიის ელჩიც, ზოგი ფეხზე იდგა, ზოგი იჯდა, დეპუტატები, მე და იყო მოსასვენებელი ოთახი, საიდანაც მაშინდელი შს მინისტრი გასცემდა ბრძანებებს. მე შევდიოდი იმ ოთახში, გამოვდიოდი პერიოდულად. გახარიამ მე პირადად მითხრა, ჩემებმა ამოიყვანეს [გერმანიის იმჟამინდელი ელჩი] სეირნობდა რუსთაველზეო. წარმოუდგენელი ამბავია, იმ დროს სეირნობა რუსთაველზე. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, კადრებიდანაც ვხედავთ, რომ ის მანქანით მოვიდა, გაჩერდა, შევიდა პარლამენტის შენობაში. მე პირადად ვუთხარი, რომ მისი იქ ყოფნა იყო კატეგორიულად მიუღებელი"- განაცხადა თბილისის პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ყოფილი პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის აპარატის ყოფილმა უფროსმა, გიორგი ჭოლაძემ

 

 
 
2019 წლის 20 ივნისის აქციის დარბევისა და ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმასთან დაკავშირებით, 12 ნოემბერს გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. მას ბრალდება სსკ-ის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ემიგრაციაში მყოფ ყოფილ პრემიერს აღკვეთის ღონისძიების სახით, ორივე საქმეზე ცალ-ცალკე, დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ