24.11.2025 16:10
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით აკობიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წინააღდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ პრემიერის მიერ გავრცელებული განცხადება, რაზეც მოსარჩელე დაობდა, გაკეთებული იყო პოლიტიკური დებატებისას, რაც ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.
მზია ამაღლობელის უფლებადამცველებმა ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სარჩელით სასამართლოს მიმართეს, სადაც მზია ამაღლობელმა ირაკლი კობახიძისგან მოითხოვა უარყოფა ტელეკომპანია „იმედსა" და „აჭარის ტელევიზიის" ეთერში გაკეთებული განცხადებების, სადაც, ადვოკატების თქმით, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ თითქოს, მზია ამაღლობელი „დაკვეთით" მოქმედებდა. მოსარჩელე მხარის თქმით, განცხადება იყო ცილისმწამებლური.
მოსარჩელე მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
ავტორ(ებ)ი :