28.11.2025 10:34
აჭარაში პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 2001 წელს დაბადებული მ.ტ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა - შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის ხელბარგის შემოწმების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგებალინის" შემცველი 212 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
პოლიციამ მ.ტ. ბრალდებულის სახით დააკავა.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა - შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ავტორ(ებ)ი :