პროკურატურა „ქართული ოცნების“ ლუკა კურტანიძის დამნაშავედ ცნობას ითხოვს 05.12.2025 19:01

 

პროკურატურა „ქართული ოცნების" ყოფილი წევრის ლუკა კურტანიძის დამნაშავედ ცნობას ითხოვს.

როგორც საქმის პროკურორი დავით კირჩხელი მედიასთნ აცხადებს, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით საუბარი არ მიმდინარეობს.

პროკურორის თქმით, სასამართლოს ბრალდებულის ლუკა კურტანიძის პატიმრობაში დატოვებას და სასჯელის განსაზღვრას სთხოვს.

„ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ყველა ბრალდებაში, დამნაშავედ ცნობას და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას მოვითხოვთ.

დიახ, მთავარი მოთხოვნაა, დამნაშავედ ცნობა მოხდეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებამდე წინასწარ შეუძლებელია რაიმეს თქმა, ვნახოთ, სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს.

საპროცესო შეთანხმების თაობაზე განხილვა საერთოდ არ მიმდინარეობს", - აცხადებს დავით კირჩხელი.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ