საპატრულო პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი 06.12.2025 11:24

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით 1975 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი კ.ო. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პატრულ-ინსპექტორებმა თბილისში, ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილიდან, ასევე მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო ვაზნები და მჭიდები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლს მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ