პოლიციამ დიდგორის მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. დრიფტის ფაქტზე ოთხი პირი დააჯარიმა 17.12.2025 14:02

ქვემო ქართლის პოლიციამ დიდგორის მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. დრიფტის ფაქტზე ოთხი პირი დააჯარიმა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის 17-ე და 121-ე მუხლის პირველი ნაწილების შესაბამისად დაჯარიმდნენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალის საფუძველზე, ავტომობილის განზრახ მოცურება/მოსრიალების და მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელების ე.წ. დრიფტის ფაქტზე ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყეს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული მოკვლევით დადგინდა, რომ 2007 წელს დაბადებული ნ.გ.-მ, 2002 წელს დაბადებული თ.ლ.-მ, 2005 წელს დაბადებული ჯ.მ.-მ და 2002 წელს დაბადებული ლ.ვ.-მ სხვადასხვა დროს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე დიდგორის მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. დრიფტი გამართეს.

სამართალდამცველების მიერ ოთხივე მათგანი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის 17-ე და 121-ე მუხლის პირველი ნაწილების შესაბამისად დაჯარიმდნენ", - ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ