20.12.2025 20:28
რომის ისტორიულ ცენტრში კარაბინერებმა კრიმინალთან ბრძოლის ფარგლებში პრევენციული და ოპერატიული ღონისძიებები გააძლიერეს. წლის ბოლოს დაგეგმილი დღესასწაულების გამო სამართალდამცველებმა უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს, რის შედეგადაც რამდენიმე დანაშაულებრივი ფაქტი აღიკვეთა.
Via del Governo Vecchio-ზე კარაბინერებმა 39 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც მოპარული საფულით ხელში ტერიტორიის დატოვებას ცდილობდა. გამოძიების ინფორმაციით, საფულე მას იტალიელი მოქალაქისთვის ჰქონდა მოპარული.
სპეცოპერაციის ფარგლებში ადგილობრივმა პოლიციამ 23 წლის ეგვიპტის მოქალაქეც დააკავა, რომელსაც ნარკოტიკების რეალიზაცია ედება ბრალად.
იტალიური მედიის ინფორმაციით, დაკავებულები არიან ასევე კუბის მოქალაქეები, რომლებიც ძვირადღირებული მაღაზიების ქურდობაში არიან ეჭვმიტანილები.
ავტორ(ებ)ი :